logo
ENG



რესტორატორები და ანიმატორები წარმომადგენლები შეზღუდვების შემსუბუქებას ითხოვენ

06 თებ 202114:17
3 წუთის საკითხავი
 

რესტორატორები, ანიმატორები, ფიტნეს კლუბების წარმომადგენლები რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან.

ისინი კიდევ ერთხელ ითხოვენ შეზღუდვების შემსუბუქებას, კომენდანტის საათის გაუქმებას და მუშაობის უფლებას. 

როგორც ამბობენ, კორონავორუსის პანდემიის გამო 1 წელია, უმუშევრები არიან, რაც მათ ფინანსურ მდგომარეობაზე მძიმედ აისახება. 

"სრული უკონტროლობა ხდება. 1 წელია, უმუშევრები ვართ. უაზრო რეგულაციებმა დაგვანგრიეს, დაგვაქციეს და დაგვტოვეს ულუკმაპუროდ". - თქვა ბავშვთა გასართობი ცენტრის თანამშრომელმა.

"ეს არის აქცია, სადაც ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ უნდა გაიხსნას ქვეყანა, რა თქმა უნდა, რეგულაციების დაცვით. ღია სივრცეების გახსნა არის საკენკი, რომელსაც ჩვენ არ ავკრეფთ. ეს აქცია არის ხმა. ეს არ არის ცალკეული ობიექტის დასაცავი აქცია, ეს არის იმათ დასაცავი გამოსვლა, ვინც 1 წელია, უმუშევარი და ულუკმაპუროდ ზის და სიკვდილის პირას არიან მიყვანილები". - თქვა ცოტნე ჯაფარიძემ, რომელიც გასართობ ცენტრს ფლობს. 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 8 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი იხსნება, 15 თებერვლიდან კი კაფეები ღა სივრცეებში, ასევე სკოლები. გახსნა სამუშაო დღეებს ეხება. შაბათ-კვირას ყველა ობიექტი და ტრანსპორტი დაიკეტება. 


close დახურვა