![2021/02/24/6627fqxrpq4dtg1.jpeg](/uploads_script3/articles/2021/02/24/6627fqxrpq4dtg1.jpeg)
პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, რესტორნების შიდა სივრცეები ბათუმში 1 მარტიდან გაიხსნება, დანარჩენ საქართველოში - 8 მარტიდან.
"რესტორნებს შიდა სივრცეებში მოუწევთ დადგენილი რეკომენდაციებისა და სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან მკაცრად გაკონტროლდება", - თქვა ღარიბაშვილმა.
რესტორნები შაბათ-კვირას კვლავ დაკეტილი იქნება.