logo
ENG



რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა, პირველ რიგში მოქალაქეებზე იმოქმედებს

23 ოქტ 201917:25
3 წუთის საკითხავი
 
sesje5lqcy3bp4w.jpg

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, რეფინანსირების განაკვეთი გაზრდა, პირველ რიგში მოქალაქეებზე იმოქმედებს.

როგორც ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, ის გადაწყვეტილებები, რასაც ახლა ეროვნული ბანკი იღებს, 7 წლის მანძილზე დაგროვილი პრობლემების ერთბაშად გამოსწორების მცდელობაა.

„გადაწყვეტილებები, რასაც ახლა ეროვნული ბანკი იღებს, ჩათვალეთ რომ შვიდწლიანი არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად დაგროვებულ ყველა პრობლემაზე ერთბაშად რეაგირების მცდელობაა. ოღონდ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს მცდელობები, პირველ რიგში მოქალაქეებს აზიანებს. ერთის მხრივ, ეს ნიშნავს სესხების გაძვირებას, მათ შორის იმ სესხების, რომელიც უკვე მოქმედია და მოსახლეობას უკვე აღებული აქვს,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

 საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ცოტა დაგვიანებულია და ამ ნაბიჯების გადადგმა ცოტა ადრე უნდა დაწყებულიყო.

„მიმაჩნია, რომ ცოტა დაგვიანებულია. ამ ნაბიჯების გადადგმა ცოტა ადრე უნდა დაწყებულიყო. გამომდინარე იქიდან, რომ ინფლაცია მნიშვნელოვნად აცდენილია მიზნობრივ მაჩვენებელს. ლარის დევალვაციაც მნიშვნელოვნად სწრაფად ხდება. გარკვეულწილად ეს გავლენას მოახდენს, მაგრამ როგორც გითხარით ეს არის საჭირო, რათა ინფლაციის დათრგუნვა მოხდეს“, - განაცხადა კოვზანაძემ. 

შეგახსენებთ, რომ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, რეფინანსირების განაკვეთი 1 %-ით, 8,5%-მდე გაზარდა.

 


close დახურვა