logo
ENG



რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დროულია-ფინანსთა მინისტრის მოადგილე

24 ოქტ 201913:01
3 წუთის საკითხავი
 
dbk8rjwaepqo9q7.jpg

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი რეფინანსირების განაკვეთის გაზრდას დროულს უწოდებს. ხუციშვილი მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის დისკრეციაა, თუ რომელ ინსტრუმენტს გამოიყენებს.

„ეროვნულ ბანკს აქვს ბევრი ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იყოს. ეს არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, შესაბამისად, ეროვნული ბანკის დისკრეციაა რომელ ინსტრუმენტს როდის გამოიყენებს. დღეის მდგომარეობით, მოხდა სწორედ ამ ინსტრუმენტის გამოყენება, შესაბამისად, ვერ ვიტყვი, რომ ეს დროული არ იყო“, - განაცხადა ხუციშვილმა.

პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე კი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება ცოტა დაგვიანებულია.

„იმის გამო, რომ ქვეყანაში მაღალი ინფლაციაა, მიმაჩნია, რომ ეს იყო საჭირო და აუცილებელი გადაწყვეტილება. ამავე დროს მიმაჩნია, რომ ეს არის დაგვიანებული გადაწყვეტილება,“ - აცხადებს კოვზანაძე. 

შეგახსენებთ, რომ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, რეფინანსირების განაკვეთი 1 %-ით, 8,5%-მდე გაზარდა.


close დახურვა