რეჯეპ ტაიპ ერდოღანს ყოფილი თანაგუნდელი უპირისპირდება. თურქეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას ქვეყანაში პოლიტიკური სისტემის შეცვლისკენ მოუწოდებს.
განცხადება აჰმეტ ჩავუშოღლუმ ანკარაში სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა. მისი თქმით, ქვეყანა უკან დახია შიშის ატმოსფერომ და ეკონომიკურმა კრიზისმა.
60 წლის ჩავუშოღლუმ მმართველი პარტია სექტემბერში დატოვა. მისი შეფასებით, გაერთიანებას, რომელიც 17 წელია ქვეყნის სათავეშია, არსებული პრობლემების გადაჭრა აღარ შეუძლია.