logo
ENG



რიაბკოვი: რუსეთი, შესაძლოა, იძულებული გახდეს ევროპაში ბირთვული რაკეტები განათავსოს

14 დეკ 202111:59
3 წუთის საკითხავი
 
რიაბკოვი: რუსეთი, შესაძლოა, იძულებული გახდეს ევროპაში ბირთვული რაკეტები განათავსოს
reuters.com

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის განცხადებით, რუსეთი შესაძლოა, იძულებული გახდეს ევროპაში საშუალო დიაპაზონის ბალისტიკური ბირთვული რაკეტები განათავსოს. რიაბკოვის თქმით, ეს იქნება რუსეთის პასუხი NATO-ს ანალოგიურ გეგმებზე. ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ამ განცხადების მიხედვით, შესაძლოა გაიზარდოს დამატებითი სამხედრო ძალების მობილიზების რისკები უკრაინის საზღვრის მიმდებარედ.

რიაბკოვის თქმით, არსებობს არაპირდაპირი მინიშნებები, რომ NATO გეგმავს საშუალო დიაპაზონის ბირთვული რაკეტების განთავსებას. რიაბკოვმა რუსეთის ახალი ამბების სააგენტოსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საკითხის გადაწყვეტაში პოლიტიკური და დიპლომატიური ურთიერთობების ნაკლებობა გახდება რუსეთის მხრიდან სამხედრო პასუხის მიზეზი. 

თავის მხრივ NATO აცხადებს, რომ არანაირი ახალი რაკეტების განთავსება არ იგეგმება და მზადაა შეაკავოს რუსეთის ახალი შეიარაღება.

რიაბკოვის კი ამბობს, რომ რუსეთი არ ენდობა ალიანსს.

„მათ სჯერათ რომ შეუძლიათ იმოქმედონ ისე, როგორც მათი უპირატესობისთვისაა საჭირო და ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გადავყლაპოთ და შევეგუოთ. ასე აღარ გაგრძელდება“ - განაცხადა რიაბკოვმა.

საშუალო დიაპაზონის, 500-დან 5 500 კმ-მდე, ბალისტიკური ბირთვული რაკეტები ევროპაში 1987 წელს, მიხეილ გორბაჩოვის და რონალდ რეიგანს შორის დადებული შეთანხმებით აიკრძალა. ორივე მხარემ 1991 წელს ასეთი ტიპის 2 700-მდე რაკეტა გაანადგურა.

ვაშინგტონმა შეთანხმება 2019 წელს დატოვა, იმ მიზეზით, რომ ამერიკის აზრით, რუსეთმა წლების განმავლობაში არაერთხელ დაარღვია ხელშეკრულება.


close დახურვა