logo
ENG



რიგაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტი ჩავიდა

16 ოქტ 201918:19
3 წუთის საკითხავი
 
54pts1bdgbfnek8.jpg

რუსეთის შესაძლო აგრესიის შეჩერების მიზნით, რიგაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტი ჩავიდა.

სამხედრო ტექნიკა და 500 ჯარისკაცი ლატვიაში გემით ჩაიყვანეს. რიგიდან ისინი ლიეტუვაში გაემგზავრებიან, სადაც ექვს თვეს დარჩებიან.

ექსპერტების შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ პენტაგონმა ევროპის თავდაცვითი პროექტების ხარჯები შეამცირა, ამ ნაბიჯით დონალდ ტრამპი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მიმართ ერთგულებას ადასტურებს. ამერიკელი სამხედროები ბალტიის რეგიონს 2020 წლის გაზაფხულზე ერთობლივი წვრთნის შემდეგ დატოვებენ.

 


close დახურვა