პოლიტიკურ მამას ქება-დიდებას არც აქამდე აკლებდა, თუმცა, ახლა ყველანაირი რეკორდი მოხსნა. ივანიშვილი რასაც უნდა იმას ეძახის, თუმცა, ღარიბაშვილისთვის ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. მთავარია, 5-გვერდიან წერილში თვითონ საკუთარი პატრონი 39-ჯერ, სხვადასხვა კონტექსტში მოიხსენია. რატომ, რა მიზნით დაიწერა ქართული ოცნების მორიგი ეპისტოლე. ხომ არ ჰგავს ეს განწირული მმართველი გუნდის პანიკას და სანქციების შიშით აგონიაში მყოფი ოლიგარქის ყალბ თავისმართლებას - ნახეთ შაბათის ფორმულას სიუჟეტი.