რიკოთის უღელტეხილზე, სოფელ ბორითთან სამგზავრო მიკროავტობუსი ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.
როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.