2-წლიანი უწყვეტი სამუშაოების შემდეგ, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი მაგისტრალი ნაწილობრივ ისევ ჩაკეტილია. ბოლო თვეების განმავლობაში საუკუნის პროექტად წოდებული მთავარი მაგისტრალის მშენებლობისას, ჩაინგრა ხიდები, ჩამოწვა მეწყერი, ჩამოიშალა გვირაბები, ჩავარდა მეორეხარისხოვანი გზები. რატომ დაიწყეს ახლა, სამი წლის შემდეგ გეოლოგიური და სეისმოლოგიური სამუშაოები, როდესაც ბუნებრივი ლანდშაფტი ჯერ კიდევ მშენებლობის დაწყებამდე საფუძვლიანად უნდა მოეკვლიათ. საუკუნის პროექტი საქართველოს სესხად აღებული სამი მილიარდი უჯდება. კომპანია, რომელიც საქართველოს მთავარ მაგისტრალს აშენებს, წარსულში საეჭვო გარიგებებში არაერთხელ შემჩნეული. მიწისქვეშა აფეთქებებს რიკოთის უღელტეხილზე უკვე მოყვა რამდენიმე სოფლის ნგრევა. დაზიანდა ადგილობრივების სახლები და მათ ეზოებში კრატერის მსგავსი ორმოები გაჩნდა, ხელისუფლების პასუხი კი ყველა დაზარალებულისთვის ერთია - რომ მათი სახლები ცუდად მათმა წინაპრებმა ააშენეს.
რიკოთი - ჩაკეტილი მაგისტრალი - შაბათის ფორმულა
08 აპრ 202320:30
3 წუთის საკითხავი