logo
ENG



რინკევიჩი: EU-ის ლიდერები, სავარაუდოდ, მომავალ კვირას უკრაინის დახმარებას დაამტკიცებენ

26 იან 202415:06
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/26/6g9t42w6xl0hpw5.jpg

ლატვიის პრეზიდენტის, ედგარ რინკევიჩის განცხადებით, ევროკავშირის ლიდერები, სავარაუდოდ, მომავალ კვირას უკრაინის დახმარებას დაამტკიცებენ.

"ევროკავშირის ლიდერები, სავარაუდოდ, მომავალ კვირას უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარებას დაამტკიცებენ. კიევის შესახებ შეთანხმება მოიცავს ევროკავშირის წევრი 27-ვე ქვეყნის თანხმობას.

ერთადერთი რამ, რაც ძალიან ნათელია, არის ის, რომ უკრაინას ეს თანხა სჭირდება, უკრაინამ ეს თანხა უნდა მიიღოს და ევროკავშირმა ეს უნდა უზრუნველყოს", - ამბობს რინკევიჩი.

ამასთან, ლატვიის პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს შორის კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელი იქნება.

14 დეკემბერს, ორბანმა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილ 50 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტს ვეტო დაადო. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

ევროკავშირის სახელმწიფოების 26 ლიდერი შეთანხმდა, რომ უკრაინის დახმარების საკითხზე დებატები 2024 წლის დასაწყისში განახლდებოდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო კიევისთვის "სასიცოცხლო" ფინანსების მიწოდება.

ამასთან, ორბანმა დაამატა, რომ, მათ შორის, უნგრეთი აპირებს დაუბრუნდეს აღნიშნულ საკითხს 2024 წელს, "სათანადო მომზადების შემდეგ".


close დახურვა