logo
ENG



რიონის ხეობის მცველები მსვლელობას გმირთა მოედანზე მართავენ, სამანქანო გზა გადაკეტილია

25 მაი 202119:42
3 წუთის საკითხავი
clock 665
რიონის ხეობის მცველები მსვლელობას გმირთა მოედანზე მართავენ, სამანქანო გზა გადაკეტილია
ვახო ქარელი / ფორმულა

რიონის ხეობის მცველები მსვლელობას თბილისში, გმირთა მოედანზე მართავენ. სამანქანო გზა მოედანზე გადაკეტილია, მანქანები საცობში დგანან. აქციის მონაწილეებს ადგილზე აქვთ ბანერები, ისმის სტვენა და შეძახილები. 

მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, ხვალ, 26 მაისს პროტესტის მონაწილეები რიონის ხეობაში დაბრუნდებიან და ჰესის მშენებლობაში კომპანიას ადგილზე შეუშლიან ხელს. 

დღეს მედიაგამოცემა მთის ამბებმა მოიპოვა იუსტიციის სამინისტროს დასკვნა, რომელიც უარყოფითად აფასებს ნამახვანჰესის ხელშეკრულებას. 

დოკუმენტი, რომელიც გამოცემამ გამოაქვეყნა და რომელსაც იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილის, მოქმედი დეპუტატის, მიხეილ სარჯველაძის ხელმოწერა აქვს, 22 კრიტიკულ შენიშვნას მოიცავს. 

ეკონომიკის სამინისტროს დასკვნა ამ დრომდე გასაიდუმლოებული აქვს.


close დახურვა