ნამახვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტის მონაწილეებმა დედაქალაქში სამი დღე დაჰყვეს.
26 მაისს პროტესტის მონაწილეები ფილარმონიასთან გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას აპირებენ, შემდეგ კი საპროტესტო კოლონა რიონის ხეობაში დაბრუნდება.
საპროტესტო მსვლელების ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ დემონსტრანტები ხეობაში კომპანიას ჰესის მშენებლობაში შეუშლიან ხელს.