logo
ENG



რიონში 10 აპრილს გაუჩინარებულ კაცს ეძებენ - მდინარეზე ჰესების საგუბრებს დაცლიან

06 მაი 202111:02
3 წუთის საკითხავი
 
რიონში 10 აპრილს გაუჩინარებულ კაცს ეძებენ - მდინარეზე ჰესების საგუბრებს დაცლიან

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 7-9 მაისს გუმათჰესების კასკადისა და რიონჰესის სათავე-ნაგებობის საგუბარებს წყლისგან დაცლის - რიონში 10 აპრილს გაუჩინარებულ კაცს ეძებენ.

„ოპერაციის ფარგლებში, 7 მაისის 08:00 საათიდან 9 მაისის 18:00 საათამდე იგეგმება გუმათჰესების კასკადისა და რიონჰესის სათავე-ნაგებობის საგუბარების წყლისგან დაცლა. ტერიტორიაზე იმუშავებენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები", - ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ მიმდინარე აქციებზე თბილისიდან ჩასული ახალგაზრდა კაცი 10 აპრილს გაუჩინარდა. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. 

 


close დახურვა