logo
ENG



რიოს მარაკანას სტადიონზე ჰოსპიტალს აწყობენ

01 აპრ 202014:18
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს დღეს მსოფლიოში ყველა შესაძლო ადგილას მკურნალობენ. გემები, მოედნები, პარკები და საგამოფენო სივრცეები კლინიკებად გადაკეთდა. ამ ჩამონათვალს შეუერთდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, რიოს მარაკანას სტადიონიც.

ადგილზე, რომელმაც 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს უმასპინძლა, საველე ჰოსპიტალს აწყობენ. იქ კორონავირუსით დაავადებულ 400 ადამიანს გადაიყვანენ. 


close დახურვა