logo
ENG



რიჟვაძე აჭარის ტელევიზიის წინ მოშიმშილე აქტივისტებზე: ალბათ წონაში მოიმატა და უნდა დაკლება

05 ივნ 202017:09
3 წუთის საკითხავი
 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე აჭარის ტელევიზიის წინ მოშიმშილე აქტივისტის საქციელს პოლიტიკურ შოუდ აფასებს  და ამბობს, რომ ის „წონაში დასაკლებად შიმშილობს". არასამთავრობო ორგანიზაციის მე მიყვარს ბათუმის წევრი უკვე 8-ე დღეა შიმშილობს და მოითხოვს, რომ დადგეს გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტის საკითხი. 

„ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური შოუ ევრონაცებიდან, შესაბამისად აქ შიმშილობის მიზეზი არის ორი. ერთი – არის პოლიტიკური შოუ და მეორე არის, ალბათ წონაში მოიმატა და უნდა დაკლება",-აცხადებს აჭარის მთავრობის თავჯდომარე.

 


close დახურვა