logo
ENG



რიყის დოქები გაიყიდა

24 მარ 202217:02
3 წუთის საკითხავი
 

რიყის დოქები მე-7 მცდელობაზე გაიყიდა. იგი 10 მლნ 20 ათას ლარად შეიძინეს.

ინვესტორი ვალდებული იქნება, 3 წლის ვადაში მინიმუმ 20 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელოს. საინვესტიციო პირობების მიხედვით, ტერიტორიაზე ღვინის, ციფრული ხელოვნების და ტექნოლოგიების მუზეუმი, ასევე, საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები მოეწყობა.

აქამდე ე.წ. რიყის დოქების გაყიდვის მიზნით აუქციონი 6-ჯერ გამოცხადდა და ყველა მათგანი უშედეგოდ დასრულდა. თავდაპირველად, აღნიშნული უძრავი ქონება 2020 წლის 5 თებერვალს აუქციონზე 95 მლნ ლარად იყო გამოტანილი, თუმცა ლოტზე ვაჭრობა არ შედგა. განმეორებითი აუქციონი 2021 წლის თებერვალში გამოცხადდა. ობიექტის გაყიდვის რიგით მესამე მცდელობა კი წარუმატებლად 15 აპრილს დასრულდა. ეკონომიკის სამინისტრომ ე.წ. რიყის დოქები მეოთხედ, 47.5 მლნ ლარად გამოიტანა გასაყიდად, თუმცა ელექტრონული აუქციონი არ შედგა. მეხუთე უშედეგო აუქციონზე, რომელიც 29 დეკემბერს გამოცხადდა, დოქების გასაყიდი ფასი 30 მლნ ლარი იყო. მეექვსე აუქციონზე კი ფასი 10 მილიონ ლარამდე შემცირდა. მეშვიდე აუქციონი 10 მარტს გამოცხადდა.


close დახურვა