logo
ENG



რიყის დოქების მფლობელი ე.წ კარტოგრაფების საქმის მთავარი მოწმე დავით ხიდაშელია

25 მარ 202216:48
3 წუთის საკითხავი
 

რიყის დოქების მფლობელი ე.წ კარტოგრაფების საქმის მთავარი მოწმე დავით ხიდაშელია. 

ინფორმაცია ფორმულას თავად ხიდაშელმაც დაუდასტურა. 

"ჩემი ოჯახის საკუთრებაშია". - თქვა ხიდაშელმა ფორმულასთან სატელეფონო კომენტარში. 

ფორმულასთვის ქონების სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციით, რიყის დოქებისთვის გამოცხადებულ აუქციონში კომპანია Global Victory Trust-მა გაიმარჯვა. მისი აქციონერია კომპანია გლობალ ვიქტორი ინვესტმენტი, რომელიც დარეგისტრირებულია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. მას მარიამ ხიდაშელი ფლობს და ხელმძღვანელობს, ხოლო კომპანიის დირექტორატშია დავით ხიდაშელი.

დავით ხიდაშელმა რუსეთში მოიძია და თავდაცვის სამინისტროს გადასცა 1 : 2 000 000-იანი მასშტაბის რუკა, რომლის არგამოყენების გამოც პროკურატურამ 2020 წლის ოქტომბერში დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა. 

დავით ხიდაშელმა თავად თქვა, რომ რუკის მოძიება 2019 წელს პირადად ბიძინა ივანიშვილმა სთხოვა. 


close დახურვა