logo
ENG



რიში: ვგმობთ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. არჩევნებს, მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს

09 მაი 202220:58
3 წუთის საკითხავი
 
რიში: ვგმობთ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. არჩევნებს, მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს

აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება გმობს ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს და აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას.

სენატორი წერს, რომ უკრაინა არ არის ერთადერთი ერი, რომლის დაშლასა და განადგურებას ცდილობს პუტინი.

"სამხრეთ ოსეთი არის საქართველოს ორი რეგიონიდან ერთ-ერთი, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ. მე და საერთაშორისო საზოგადოება ვგმობთ გუშინდელ უკანონო არჩევნებს სამხრეთ ოსეთში და ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას", - წერს სენატორი რიში Twitter-ზე. 

გუშინ, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. წინასწარი შედეგებით, ე.წ. არჩევნებში პარტია ნიხასის ლიდერმა ალან გაგლოევმა გაიმარჯვა.


close დახურვა