სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი ნიკა მელიას პოლიტიკურ დევნას ეხმიანებიან. ისინი პოლიტიკური მართლმსაჯულების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.
„ღრმად ვართ შეშფოთებულები პოლიტიკური მოვლენებით საქართველოდან. ქართველი ხალხი იმსახურებს კანონის უზენაესობას, დემოკრატიასა და დამოუკიდებელ, პატიოსან სასამართლოს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქართველ თანამდებობის პირებთან ბევრჯერ წამოგვიჭრია პოლიტიკური მართლმსაჯულების პრობლემის შესახებ თემა. მიუხედავად იმისა, რომ მოხარულნი ვართ ნიკა მელიას დაკავების გაუქმებით, მსგავს პოლიტიკურ დევნასა და დაკავებას ადგილი არასდროს უნდა ჰქონდეს. პოლიტიკური სპექტრი უნდა დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას და იზრუნოს პოლიტიკური სიტუაციის დეესკალაციისთვის. იმედი გვაქვს, პოლიტიკური კრიზისი მყისიერად და მშვიდობიანად დასრულდება", - ვკითხულობთ განცხადებაში.
აღნიშნული განცხადება ორპარტიულია. მას რესპუბლიკური პარტიიდან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წამყვანი სენატორი, ჯიმ რიში, ხოლო დემოკრატებიდან ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებში ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ჯინ შაჰინი აწერენ ხელს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენების გამო ღრმა შეშფოთება გამოთქვა და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, უზრუნველყოს პოლიტიკური მიკერძოებისგან თავისუფალი საპროკურორო და მართლმსაჯულების სისტემები.