logo
ENG



რკინიგზა: მეწყერმა ხიდი დააზიანა, სატვირთო და სამგზავრო მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია

07 მარ 202210:57
3 წუთის საკითხავი
 
რკინიგზა: მეწყერმა ხიდი დააზიანა, სატვირთო და სამგზავრო მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია
საქართველოს რკინიგზა

საქართველოს რკინიგზის განცხადებით, გამთენიისას, უღელტეხილის მონაკვეთზე, კერძოდ სადგურ მარელისთან მეწყერი ჩამოწვა, შედეგად კი მნიშვნელოვნად დაზიანდა რკინიგზაზე გარდამავალი საავტომობილო ხიდი. ასევე დაზიანებულია რკინიგზის ლიანდაგი და საკონტაქტო ხაზი.

მათივე ცნობით, მომხდარის გამო, დღეს დილიდან სატვირთო და სამგზავრო მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა.

რკინიგზაში აცხადებენ, რომ ლიანდაგის გაწმენდისა და საკონტაქტო ხაზის აღდგენის შემდეგ, სამგზავრო და სატვირთო მატარებლების მოძრაობა ეტაპობრივად განახლდება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.


close დახურვა