logo
ENG



რკინიგზის ცნობით, 3 ივლისს 17:00 საათიდან მატარებლების მოძრაობა აღდგება

03 ივლ 202311:13
3 წუთის საკითხავი
 
რკინიგზის ცნობით, 3 ივლისს 17:00 საათიდან მატარებლების მოძრაობა აღდგება

საქართველოს რკინიგზის ცნობით, 3 ივლისს გაუქმებული რეისები 17:00 საათიდან აღდგება. რკინიგზაში აცხადებენ, რომ სადგურ მარელისთან ჩამოწოლილი მეწყრისაგან ლიანდაგები სრულად გაწმენდილია და საკონტაქტო ქსელი აღდგენილია.

"კერძოდ, დღის მეორე ნახევარში შესრულდება შემდეგი რეისები, მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები:

  • 804 თბილისი-ბათუმი 17:05
  • 807 ბათუმი-თბილისი 17:15
  • 801 ბათუმი-თბილისი 18:20
  • 812 თბილისი-ბათუმი 0:35
  • 811 ბათუმი-თბილისი 0:45
  • 869 ზუგდიდი-თბილისი 17:25
  • 874 თბილისი-ფოთი 17:30".

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მეწყრის გამო 3 ივლისის რეისები გუშინ გაუქმდა. 3-დღიანი ძებნის შემდეგ, დღეს ხარაგაულში მეწყერში მოყოლილი კაცის ცხედარი იპოვეს.


close დახურვა