ფორმულას ინფორმაციით, გაეროს ოფისში პრაიდის კვირეულის ორგანიზატორები და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგელნები იმყოფებიან. მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვისკენ შინაგან საქმეთა მინისტრს 30-მდე ევროპარლამენტარმა მოუწოდა. ევროპელ პოლიტიკოსთა ნაწილს ქართული ოცნების ლიდერების პოზიციები პუტინის რუსეთს ახსენებს.
კახი კალაძე "პრაიდის კვირეულის" გამართვას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. აზრთა სხვადასხვაობაა ქართულ ოცნებაში, ღირსების მარშის მხარდაჭერის გამბედაობა მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარეს აღმოაჩნდა.