logo
ENG



როგორ დავეხმაროთ ცხოველებს წიწაკის სპრეის შესუნთქვის შემთხვევაში - Vetex-ის რჩევები

01 მაი 202415:49
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/01/oazh6ftv533mugs.jpg

ვეტერინარული კლინიკა ვეტექსტი ავრცელებს რეკომენდაციებს, როგორ დავეხმაროთ ცხოველებს წიწაკის სპრეის შესუნთქვის შემთხვევაში

"ცნობილია, რომ ძაღლს და კატას ადამიანზე მგრძნობიარე ყნოსვა და მხედველობა აქვთ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ადამიანებში გამოყენებული წიწაკის სპრეი გაცილებით უფრო მაღალი კონცენტრაციისაა ვიდრე ცხოველისთვის გამოყენებადი მსგავსი პროდუქტები, შესაბამისად შეგვიძლია გავაანალიზოთ რამდენად უფრო სავალალო შეიძლება იყოს მისი გამოყენების შედეგები ძაღებზე რომლებიც ეს დღეები მოსახლეობასთან ერთად იკრიბებიან რუსთაველის გამზირზე

თუ ძაღლმა შეისუნთქა წიწაკის სპრეი, ან თვალებში მოხვდა, ის აუცილებლად დაიწყებს:

  • თათების ცხვირზე მოსმას,
  • თათების თვალებზე მოსმას,
  • მიწაზე თავით ხახუნს,
  • ცემინებას,
  • თავის ქნევას,
  • უმისამართოთ მოძრაობას

სამწუხაროდ ცხოველისთვის დამცავი საშუალებების გამოუყენებლობა და ცხვირის გრძელი ზედაპირი ართულებს მათ პირველად დახმარებას, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ აქციაზე მყოფების უმრავლესობას თან აქვს პირველადი დახმარების საშუალებები ცხოველის ამ გასაჭირიდან გამოყვანა მხოლოდ კეთილი ნება რჩება, რომელიც დარწმუნებულები ვართ ბევრს გააჩნია.

ამ კეთილი ნების აღსასრულებლად დაგჭირდებათ შემდეგი რამ: შპრიცი, ფიზიოლოგიური ხსნარი ან წყალი

  • შპრიცში, სასურველია დიდი ზომის(ნემსის თავის გარეშე)ამოიღებთ წყალს ან ფიზიოლოგიურ ხსნარ.
  • დაუფიქსირებთ ცხოველს თავს და სხეულს - უმჯობესია რამდენიმე ადამიანი აფიქსირებდეს ცალკე თავს და ცალკე სხეულს რათა არ გაგექცეთ შიშისგან და უფრო მოხერხებულად დაეხმაროთ.
  • მშვიდი მაგრამ სწრაფი ნაკადით ამოურეცხავთ თვალებს.
  • ცხვირის გამოსარეცხად გამოიყენებთ იგივე შპრიცს ნემსის თავის გარეშე, რომლის მეშვეობითაც ხან ერთ და ხან მეორე ნესტოში შეყოფთ შპრიცის პლასტმასის თავს და ნელი ჭავლით შეასხამთ თქვენს ხელთ არსებულ სითხეს. თავის პოზიცია უნდა იყოს სწორად გაჩერებული, ან თავის ოდნავ ქვემოთ ჩახრილი პოზიციით.

პ.ს. არ დაგავიწყდეთ საკუთარი უსაფრთხოების წესები, მიუხედავად იმისა, რომ მსგავს ხალხმრავლობაში მოხვედრილი ძაღლები უთბილესები და უმშვიდესები არიან, ისინი მაინც შეიძლება დაფრთხნენ, ამიტომ მათი მოფერება და დამშვიდება ფიქსაციისას აუცილებელია", - აღნიშნავს ვეტექსი.


close დახურვა