logo
ENG



როგორ დაიხარჯება კოვიდ 19-ის ფონდის მილიონები - ანა დოლიძემ აქცია გამართა

27 მაი 202012:19
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პარლამენტთან დღეს რამდენიმე აქცია გაიმართა. მათ შორის ერთ-ერთი ანა დოლიძის მოძრაობამ "ხალხისთვის" ხალხისთვის გამართა. აქციის მონაწილეებს პრემიერთან რამდენიმე კონკრეტული შეკითხვა ჰქონდათ და მათ შორისაა, კოვიდ-19-ის ფონდში შესული თანხების შესახებ საკითხი. დოლიძის თქმით, საინტერესოა თუ როგორ დაიხარჯება აღნიშნული თანხები. 

"ჩვენ გადავწყვიტეთ მიგვამრთა ხალხისთვის და ხალხიდან ამოგვეღო ის კითხვები, რომელთა დასმა მათ სურთ პრემიერისთვის. მოგეხსენებათ, მინისტრთა კაბინეტი იმ კითხვებსაც კი არ პასუხობს, რასაც ხალხი სვამს მათივე ვებ-გვერდებზე. ამ კითხვებს შორისაა, მაგალითად, როგორ დაიხარჯება და სად წავა კოვიდ 19-ის ფონდის მილიონები, რომელიც ფონდადაც არაა რესგიტრირებული. მაგალითად, რითი იყო განპირორობებული სამ კაციანი შეზღუდვა, რამაც უამრავი ოჯახი დააზიანა. მაგალითად უამრავმა ადამიანმა, რომელსაც ანგარიშზე 100 ლარიც აღარ აქვს, როგორც გადაიხადოს 3 ათას ლარიანი ჯარიმა",-აცხადებს ანა დოლიძე.

სეგახსენებთ, რომ პარლამენტთან  მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტებიც იყვნენ მისულნი.  მათ აღნიშნეს, რომ გახარიასთან 20 ივნისის მოვლენების და დაუსჯელი სამართალდამცავების არსებობის შესახსენებლად მივიდნენ.


close დახურვა