ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო უბნები სრულად დათვალა.
თბილისის საკრებულოში 50 წევრია, მათგან 40 პროპორციული წესით უნდა დაკომპლექტდეს, 10 კი მაჟორიტარი იქნება.
თბილისის საკრებულოში პარტიების ბარიერი 2.5%-ია, რომელიც 6-მა პარტიამ გადალახა:
ქართული ოცნება - ხმების 40.33%;
ნაციონალური მოძრაობა ხმების 27.99%;
საქართველოსთვის ხმების 8.85%;
ლელო ხმების 3.63%;
გირჩი – მეტი თავისუფლება ხმების 3.3%;
ხალხისთვის ხმების 2.57%;
რაც შეეხება მაჟორიტარებს, თბილისში მეორე ტური მხოლოდ ერთ ოლქში - საბურთალოზე გაიმართება. მეორე ტურში ერთმანეთის ქართული ოცნების კანდიდატი ავთანდილ ცინცაძე (38.76%) და ოპოზიციის საერთო კანდიდატი, გირჩის წევრი ბორის ყურუა (14.29%) დაუპირისპირდებიან. მაჟორიტარებისთვის ბარიერი 40%-ია.
საკრებულოში სხვა მაჟორიტარი დეპუტატები იქნებიან ქართული ოცნების წევრები:
გლდანი - კონტანტინე ზარნაძე - ქართული ოცნება - 42.35%
დიდუბე - გივი ჩხარტიშვილი - ქართული ოცნება - 45.1%
ნაძალადევი - ირაკლი ხელაძე - ქართული ოცნება - 45.22%
ვაკე - გიორგი ტყემალაძე - ქართული ოცნება - 42.43%
ჩუღურეთი - ზურაბ ჩიკვილაძე - ქართული ოცნება - 46.53%
მთაწმინდა - ზურაბ აბაშიძე - ქართული ოცნება - 45.51%
კრწანისი - ლევან ჯაფარიძე - ქართული ოცნება - 52.03%
ისანი - კახაბერი ლაბუჩიძე - ქართული ოცნება - 45.77%
სამგორი - რევაზ სოხაძე - ქართული ოცნება - 47.4%.