logo
ENG



როგორ ჩატარდება ეროვნული გამოცდები - ერთი თვე პროცედურებამდე

01 ივნ 202020:47
3 წუთის საკითხავი
 

ერთი თვე რჩება ეროვნულ გამოცდებამდე და ტრადიციულ მღელვარებასთან ერთად, მატულობს გაურკვევლობაც. პანდემიით გამოწვეული პრობლემების გამო, სკოლის დამთავრების შემდეგ, მოზარდებმა არ იციან,  რა ფორმით ჩაივლის საგამოცდო პროცედურა.

აბიტურიენტებისთვის მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ერთ საგამოცდო სივრცეში 10-ზე მეტი პირი არ დაიშვება. 

აბიტურიენტების არათანაბარ პირობებზე და სისტემურ ხარვეზზე საუბრობენ სპეციალისტები. ონლაინსწავლების დროს ინტერნეტთან წვდომა ყველა მოსწავლეს არ ჰქონდა და შესაბამისად, მათი ნაწილი გამოცდებს მოუმზადებელი ხვდება.

ვირუსის გავრცელების საფრთხეებზე საუბრობენ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, გამოცდებამდე ვირუსზე ტესტების ჩატარება აუცილებელია.


close დახურვა