logo
ENG



როგორ ხსნიან მთავრობის ადმინისტრაციაში შენობასთან მიმდინარე სამუშაოებს

07 აპრ 202316:23
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: თამუნა იარაჯული

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან რკინის კონსტრუქციები და სამშენებლო მასალები მიიტანეს.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებით საზოგადოების ნაწილმა აღიქვა, რომ შენობის შემოღობა იგეგმება. 

ფორმულას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში უთხრეს, რომ შენობის წინ მიმდინარეობს კეთილმოწყობითი სამუშაოები, რომლის ფარგლებში დაგეგმილია სკვერის მოწყობა და ინფრასტრუქტურის განახლება. 


close დახურვა