logo
ENG



როგორია მთავრობის ეკონომიკური გეგმა - ოცნება ოპოზიციის მხრიდან დახმარებაზე უარს ამბობს

28 მარ 202020:12
3 წუთის საკითხავი
 

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ოპოზიციის ეკონომიკური რჩევების გათვალისწინებაზე უარს ამბობს და საკუთარი ანტიკრიზისული გეგმის გასაჯაროებას უახლოეს მომავალში აპირებს. ქვეყნის პრემიერმა ოპოზიციური პარტიის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს ჭორაობა უწოდა და განაცხადა, რომ ეკონომიკაზე - ეკონომისტებთან, ეპიდემიაზე კი ეპიდემიოლოგებთან საუბრობს.

მმართველი გუნდის მხრიდან უარის მიუხედავად, საკუთარი გეგმა დღეს კიდევ ორმა პარტიამ წარმოადგინა. მორატორიუმი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სესხებზე, მცირე და საშუალო ბიზნესის გადასახადებისგან გათავისუფლება, ასევე შეწყვეტილი სოციალური შემწეობის აღდგენა მოქალაქეებისათვის - ასეთია მათი მთავარი აქცენტები. ხელისუფლება კი საკუთარი გეგმის გასაჯაროებას არ ჩქარობს, რასაც ოპოზიციაში კვლავ არაფორმალურ მმართველობას უკავშირებენ. მათი აზრით, გეგმაზე, საბოლოო სიტყვა ბიძინა ივანიშვილმა უნდა თქვას. 

მთავრობის ეკონომიკური გუნდიდან დღეს მედიასთან არავინ გამოჩენილა. დაპირების მიუხედავად, ამ დრომდე უცნობია, როგორ გეგმავს მთავრობა კონკრეტული სამოქმედო გეგმის გასაჯაროებას


close დახურვა