logo
ENG



როგორია პარტიების რეიტინგი - Edison Research-ის კვლევა 1-18 ოქტომბერი

23 ოქტ 202421:09
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/23/acukjnfl8kwqqj8.jpg

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით:

  • ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო - 34%
  • ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო - 18%
  • კოალიცია ცვლილებისთვის: გვარამია, მელია, გირჩი, დროა - 14%
  • გახარია - საქართველოსთვის - 11%
  • ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები - 10%
  • ლეიბორისტული პარტია - 5%
  • გირჩი (იაგო ხვიჩია) - 4%
  • პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო - 3%
  • სხვა პარტიები - 1%

*2024 წლის 17-29 სექტემბრის პარტიული რეიტინგები იხილეთ აქ.

კვლევის მიხედვით, კითხვაზე - "რამდენად დარწმუნებული ხართ თქვენს არჩევანში", შედეგი ასე გადანაწილდა: 77% არჩევანში დარწმუნებულია, 23% კი ამბობს, რომ დარწმუნებული არ არის და შეიძლება არჩევანი შეცვალოს.

Edison Research-ის სხვა კვლევები :  

ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთითა და დაფინანსებით, ავტორიტეტულმა ამერიკულმა ორგანიზაციამ "ედისონ რისერჩმა" ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა.

გამოკითხვა ჩატარდა 01.10 - 18.10 პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გარდა.

ირისპირ კვლევის მეთოდით გამოიკითხა 1 200 არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე. ცდომილების ზღვარი +/- 2.8%, 95%-იანი სანდოობის ზღვრისთვის.

 

 

 

 

 


close დახურვა