იაფი ფრენებისთვის ჩაკეტილი და ძვირადღირებული რეისებისთვის გახსნილი ცა - მთავრობა რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვას ახანგრძლივებს და რეისები მხოლოდ 3 მიმართულებით შესრულდება.
„რაინეარისა" და „ვიზეარისთვის" არჩევნებამდე ფრენის აკრძალვა სიბრიყვეა ოპოზიციისთვის. ოპონენტები ამბობენ, რომ ივანიშვილის გუნდმა განზრახ შექმნა არჩევნებამდე უთანასწორო პირობები, რომელშიც ავიამიმოსვლა მხოლოდ ერთეულებისთვის და ძალიან ძვირად იქნება შესაძლებელი.
უცნობია, როდის განახლდება დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების საქმიანობა საქართველოში.