logo
ENG



როთი: ქართული ოცნებისგან ქართული კოშმარი დაიბადა

10 ოქტ 202420:32
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/10/u91wwbb4n01kvc7.jpg

ქართული ოცნება ოდესღაც მიეკუთვნებოდა სოციალურ-დემოკრატიულ ოჯახს. და ახლა კი მისგან, ქართული ოცნებისგან ქართული კოშმარი დაიბადა. მე არა ვგულისხმობ იმას, რომ მხოლოდ ჩვენი პერსპექტივიდან იღებენ ისინი მცდარ გადაწყვეტილებებს. ისინი უბრალოდ არაა შესაბამისი ევროპულ ღირებულებებთან. [...]

ეს არჩევნები უმნიშვნელოვანესი არჩევნებია საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში. 26 ოქტომბერს ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ ევროპის გულში იქნებიან თუ იზოლაციაში მოექცევიან. ეს არის არჩევანი დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის. ეს არის არჩევანი თავისუფლებასა და რუსიფიკაციას შორის. [...]

საქართველოს მოქალაქეები მკაფიოდ აცხადებენ, რომ მათ უნდათ გაერთიანებული ევროპის წევრები იყვნენ. სწორედ ამიტომ, რადგან ვიცი, რომ ჩემი რამდენიმე მეგობარი საქართველოში უსმენს ამ დებატებს და ადევნებენ თვალს, ჩემთვის ცოტა რთულია, მაგრამ ქართულად მინდა ვთქვა: საქართველოს მომავალი დემოკრატიული, თავისუფალი და ევროპული.  


close დახურვა