logo
ENG



როლინგ სტოუნზი დონალდ ტრამპს სასამართლო პროცესით ემუქრება

28 ივნ 202012:44
3 წუთის საკითხავი
 

ჯგუფი „როლინგ სტოუნზი“ დონალდ ტრამპს სასამართლო პროცესით ემუქრება. მუსიკოსების პროტესტი შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ საარჩევნო კამპანიისას მათი ერთ-ერთი კომპოზიციის გამოყენებამ გამოიწვია.  

ბრიტანული ჯგუფის წევრების თქმით, ისინი ტრამპის პოლიტიკას მხარს არ უჭერენ და  არაერთხელ გამოხატეს უკმაყოფილება მათი სინგლის გამოყენების გამო, თუმცა ტრამპის შტაბიდან ამას რეაგირება არ მოჰყოლია.

მუსიკოსები ამბობენ, რომ თუკი მიტინგებზე ისევ გამოიყენებენ მათ ნამუშევრებს, სასამართლოს მიმართავენ. 


close დახურვა