logo
ENG



რომან გოცირიძე: ივანიშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა და ღირსება წაართვა საკუთარი გუნდის წევრებს

14 ნოე 201922:08
3 წუთის საკითხავი
 
racffot2nawmjfn.jpg

„ივანიშვილს საკუთარი პარტია ჩამოეშალა,“ - ამის შესახებ განცხადებას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი რომან გოცირიძე პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე აკეთებს. მისი განცხადებით, ივანიშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა და ღირსება წაართვა საკუთარი გუნდის წევრებს. გოცირიძის თქმით, საზოგადოებამ ბიძინას ნამდვილი სახე დაინახა.

"დღეს როგორც არასდროს მთელი საზოგადოება ერთიანია. ივანიშვილმა ჩამოიხსნა ნიღაბი. თუკი ვინმეს რაიმე ილუზია კიდევ ჰქონდა შემორჩენილი ამ თაღლითობის და შეურაცხმყოფელი ქმედების შემდეგ საზოგადოებამ დაინახა მისი ნამდვილი სახე. ივანიშვილი დარჩა მოკავშირეების გარეშე. ყველა პარტია ვინც კი მოიაზრებოდა მის სატელიტებად, გამოვიდა მის წინააღმდეგ. აბსოლუტური უმრავლესობა დგას აქ და ხვალ და ზეგ პატრიოტთა ალიანსიც კი აქციებს ატარებს. ივანიშვილს საკუთარი პარტია ჩამოეშალა. შეურაცხყოფა მიაყენა და ღირსება წაართვა საკუთარი გუნდის წევრებს. ძალიან ბევრმა არც კი იცოდა თუ რა მზადდებოდა,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.


close დახურვა