სემეკი-ს ახლადარჩეული ხელმძღვანელის დავით ნარმანიასა და მთავრობის წევრების მოსაზრებას დენის ტარიფის შესაძლო გაძვირებასთან დაკავშირებით, არ ეთანხმებიან პარლამენტში. დარგობრივი და ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, აშენდება თუ არა ბევრი ჰესი, ტარიფის ზრდა მაინც მოსალოდნელია.
„ცხადია, როდესაც ასეთი ტემპით იზრდება მოხმარება და ჩვენი ჰესებით ამ ტემპს ვერ მივყვებით, ეს არის პრობლემა. რომც გავყვეთ, თავიდან ჰესში იმდენი ინვესტიციაა ჩადებული, რომ როგორც წესი, ეს ტარიფზე აისახება. თუ იმპორტით აბალანსებ, შესაძლოა, ეს მაინც მოხდეს. აქ ლაპარაკია 2020 წლისთვის და არა მყისიერად. ეს, ალბათ, არის გარდაუვალი. თუმცა, აქ ყოველთვის უნდა გამოიყოს ის პაკეტი, რომლითაც ყველზე ძვირად დაუჯდება ეს. ეს ზოგადი ეკონომიკური განვითარების ტენდენციებითაა გამოწვეული და გარდაუვალია. არჩევნები იმიტომ არსებობს, რომ არჩევნების წინ ყველა გამოწვევას განმარტავენ. ამომრჩეველი თავად გადაწყვიტავს ვისი დაპირებაა სამართლიანი," - განუცხადა "ფორმულას" უმრავლესობის წევრმა, დავით კაკულიამ.
შეგახსენებთ, რომ სემეკი-ს ახალი თავმჯდომარე დავით ნარმანია 2020 წლისთვის დენის ტარიფის გაძვირებას ვარაუდობს.