logo
ENG



რომელ მოსამართლეებს შეეხებათ კეთილსინდისიერების შემოწმება - სასამართლოს გუშაგის სია

04 მარ 202412:14
3 წუთის საკითხავი
clock 570

ორგანიზაცია სასამართლო გუშაგი ევროკავშირის მიერ სასამართლო სისტემაში გასატარებელ რეფორმასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს და წერს, რომ ხელისუფლების ვალდებულებაა დაასრულოს და განახორციელოს ყოვლისმომცველი, ეფექტიანი სასამართლო რეფორმა, სრულად გაითვალისწინოს კომისიის რეკომენდაციები, უზრუნველყოს გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესი.

ორგანიზაცია აქვეყნებს საჭირო ნაბიჯებს, რომლებიც უნდა გადაიდგას მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღებისთვის. ამასთან, სასამართლოს გუშაგი აქვეყნებს მოსამართლეთა სავარაუდო სიას, რომლებიც უნდა დაექვემდებარნენ შემოწმებას კეთილსინდისიერების კუთხით.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ევროკავშირის პირობების თანახმად, აღნიშნული სისტემური გამოწვევების გადასაჭრელად, რომელზეც ვენეციის კომისიის მიერ 2023 წლის ოქტომბრის დასკვნაშიც იყო საუბარი, საჭიროა კეთილსინდისიერების შემოწმება უფრო საფუძვლიანად და სისტემატურად, რეგიონში დამკვიდრებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, ევროკომისიასა და ვენეციის კომისიასთან კონსულტაციების საფუძველზე.

"მე-6 პირობაში ვკითხულობთ, რომ საჭიროა, გატარდეს უფრო ფართო რეფორმა სასამართლო სისტემაში, კერძოდ - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად:

კერძოდ, შეიქმნას კეთილსინდისიერების საგანგებო შემოწმების სისტემა, რომელშიც ჩაერთვებიან საერთაშორისო ექსპერტები, რომლებსაც ამ პროცესში ექნებათ გადამწყვეტი როლი, რათა შემოწმდეს კანდიდატებისა და სასამართლო სისტემაში ლიდერულ თანამდებობებზე უკვე დანიშნული პირების კეთილსინდისიერება.

იგულისხმება ყველა წამყვან პოზიციაზე მყოფი პირის, კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების და სასამართლოების თავმჯდომარეების კეთილსინდისიერების შემოწმება.

გარდა ამისა, შეიქმნას სისტემა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების პერმანენტული და პერიოდული შემოწმების მიზნით, რომელშიც ჩართულები იქნებიან საერთაშორისო ექსპერტები საზედამხედველო და საკონსულტაციო მანდატით", - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

სასამართლოს გუშაგის ცნობით, ევროკავშირის რეკომენდაციის საფუძველზე კეთილსინდისიერების შემოწმებას ექვემდებარება მხოლოდ რამდენიმე ათეული მოსამართლე და არა ყველა მათგანი. მათივე ცნობით, ევროკავშირის მე-6 პირობიდან გამომდინარე, კეთილსინდისიერების საგანგებო შემოწმებას ექვემდებარებიან:

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, ნინო ბაქაქურსა და ზურაბ ძლიერიშვილს უფლებამოსილების ვადა ეწურებათ მიმდინარე წლის ოქტომბერში, ხოლო ეკა გასიტაშვილს - 2025 წლის ივლისში. ევროკავშირის შეფასებებისა და პირობების შესაბამისად, ლოგიკურია, რომ კეთილსინდისიერების შემოწმებას მხოლოდ უვადოდ არჩეული მოსამართლეები დაექვემდებარებიან:

1. ნინო ქადაგიძე - თავმჯდომარე
2. გიორგი მიქაუტაძე - თავმჯდომარის მოადგილე
3. შალვა თადუმაძე - თავმჯდომარის მოადგილე
4. მერაბ გაბინაშვილი
5. ვლადიმერ კაკაბაძე
6. რევაზ ნადარაია
7. თამარ ოქროპირიძე
8. გენადი მაკარიძე
9. მაია ვაჩაძე
10. გოჩა აბუსერიძე
11. მამუკა ვასაძე
12. ნუგზარ სხირტლაძე
13. ლაშა ქოჩიაშვილი
14. მირანდა ერემაძე
15. გიორგი გოგიაშვილი
16. ბიძინა სტურუა
17. ლევან მიქაბერიძე
18. თეა ძიმისტარაშვილი
19. ლევან თევზაძე
20. ნინო სანდოძე
21. ამირან ძაბუნიძე
22. ქეთევან ცინცაძე
23. ლალი ფაფიაშვილი
24. თამარ ზამბახიძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები

ევროკავშირის პირობის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ექვემდებარებიან კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს. ვინაიდან ნინო ქადაგიძე, ქეთევან ცინცაძე, ლევან მიქაბერიძე კეთილსინდისიერების შემოწმებას ექვემდებარებიან, როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა სიაში არ ვუთითებთ მათ გვარებს.

1. ნიკოლოზ მარსაგიშვილი - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი
2. ლევან მურუსიძე
3. დიმიტრი გვრიტიშვილი
4. თემურ გოგოხია
5. ბადრი შონია
6. პაატა სილაგაძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები

ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნულ არამოსამართლე წევრს, თამარ ღვამიჩავას უფლებამოსილების ვადა რამდენიმე თვეში ეწურება, შესაბამისად, შემოწმება უნდა გავრცელდეს მომავალში დასანიშნ კანდიდატზე.
 
კეთილსინდისიერების საგანგებო შემოწმება უნდა გავრცელდეს პარლამენტის მიერ არჩეულ არამოსამართლე წევრებზე:

1. გიორგი გზობავა
2. ტრისტან ბენაშვილი
3. ზურაბ გურასპაშვილი
4. ლევან ნემსაძე
5. გოგა კიკილაშვილი

სასამართლოების თავმჯდომარეები

1. მიხეილ ჩინჩალაძე - თბილისის სააპელაციო სასამართლო
2. ირაკლი ბონდარენკო - ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
3. ვასილ მშვენიერაძე - თბილისის საქალაქო სასამართლო
4. ნიკოლოზ მარგველაშვილი - ქუთაისის საქალაქო სასამართლო
5. ეკატერინე კულულაშვილი - ბათუმის საქალაქო სასამართლო
6. დავით გელაშვილი - ფოთის საქალაქო სასამართლო
7. მამია ფხაკაძე - რუსთავის საქალაქო სასამართლო
8. როინ კახიძე - ამბროლაურის რაიონული სასამართლო
9. ანაიტ ოგანესიან - ახალციხის რაიონული სასამართლო
10. არარატ ესოიან - ახალქალაქის რაიონული სასამართლო
11. გიორგი გრატიაშვილი - ბოლნისის რაიონული სასამართლო
12. კობა გოცირიძე - გორის რაიონული სასამართლო
13. ნანა ჩალათაშვილი - გურჯაანის რაიონული სასამართლო
14. შოთა ნიკურაძე - ზესტაფონის რაიონული სასამართლო
15. ირაკლი აბშილავა - ზუგდიდის რაიონული სასამართლო
16. ვლადიმერ ხუჭუა - თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო
17. მარინე ცერცვაძე - თელავის რაიონული სასამართლო
18. მორის (ვაჟა) ფუხაშვილი - მცხეთის რაიონული სასამართლო
19. ლევან მეშველიანი - სამტრედიის რაიონული სასამართლო
20. ივანე ყიფიანი - საჩხერის რაიონული სასამართლო
21. ლევან ნუცუბიძე - სენაკის რაიონული სასამართლო
22. გიორგი ბუხრაშვილი - სიღნაღის რაიონული სასამართლო
23. მევლუდ ხათაშვილი - ხაშურის რაიონული სასამართლო
24. გოჩა ფუტკარაძე - ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ სასამართლოების კოლეგიებისა და პალატების თავმჯდომარეები კონკრეტულად არ არის ნახსენები ევროკავშირის პირობებში, თუმცა აღნიშნულია, რომ კეთილსინდისიერების შემოწმებას უნდა დაექვემდებარონ სასამართლო სისტემაში წამყვან პოზიციებზე მყოფი პირები.

ვინაიდან ზოგიერთი კოლეგიის/პალატის თავმჯდომარე საბჭოს წევრია და ზოგიერთ სასამართლოში კოლეგიას/პალატას არ ჰყავს თავმჯდომარე, ასეთ შემთხვევაში, ამ ეტაპის მონაცემებით, საჭირო იქნება მხოლოდ რამდენიმე მოსამართლის კეთილსინდისიერების შემოწმება:

1. ირაკლი შენგელია - თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე
2. მალხაზ ოქროპირაშვილი - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე
3. სერგო მეთოფიშვილი - თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის თავმჯდომარე

 

"ამდენად, კეთილსინდისიერების შემოწმებას ექვემდებარება საქართველოს არა ყველა მოსამართლე, არამედ დაახლოებით 60 პირი, რომლებსაც უკავიათ წამყვანი პოზიციები სასამართლო სისტემაში, შესაბამისად წინამდებარე (სავარაუდო) სია სწორედ ამ პრინციპით იქნა შედგენილი", - აღნიშნულია განცხადებაში. 


close დახურვა