საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2020 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 199,7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის დეკემბრის მაჩვენებელზე 15,9%-ით მეტია.
სებ-ის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.8% იმ 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ დეკემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 19 ქვეყანაზე გასული წლის დეკემბერში მთელი ფულადი გზავნილების 95.0% მოდიოდა.
ეროვნულმა ბანკმა ის ქვეყნებიც დაასახელა საიდანაც დეკემბრის პერიოდში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა: რუსეთი - 40,71 მილიონი აშშ დოლარი; იტალია - 31,82 მილიონი აშშ დოლარი; საბერძნეთი - 22,42 მილიონი აშშ დოლარი; აშშ - 22,31 მილიონი აშშ დოლარი; ისრაელი - 15,52 მილიონი აშშ დოლარი; თურქეთი - 9,90 მილიონი აშშ დოლარი; უკრაინა - 9,51 მილიონი აშშ დოლარი; გერმანია - 8,32 მილიონი აშშ დოლარი; აზერბაიჯანი - 5,79 მილიონი აშშ დოლარი; ესპანეთი - 4,76 მილიონი აშშ დოლარი; საფრანგეთი - 3,23 მილიონი აშშ დოლარი; ყაზახეთი - 2,85 მილიონი აშშ დოლარი; პოლონეთი - 2,64 მილიონი აშშ დოლარი; ბრიტანეთი - 1,96 მილიონი აშშ დოლარი; ირლანდია - 1,92 მილიონი აშშ დოლარი; კანადა - 1,76 მილიონი აშშ დოლარი; ყირგიზეთი - 1,47 მილიონი აშშ დოლარი; სომხეთი - 1,20 მილიონი აშშ დოლარი; კვიპროსი - 1,12 მილიონი აშშ დოლარი.
ამასთან, 2020 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 24.7 მლნ აშშ დოლარი (81.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის დეკემბერის (25.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.4%-ით ნაკლებია.