რომის პაპი ფრანცისკე უკრაინაში მშვიდობისთვის ლოცვისას ატირდა.
იტალიაში, ღვთისმშობლის ქანდაკებასთან ტრადიციული საშობაო ლოცვის დროს, უკრაინაზე საუბრისას, პაპს ხმა აუკანკალდა და რამდენიმე წამით ლოცვა შეწყვიტა.
"ღვთისმშობელო მარიამ, დღეს მინდოდა შენთვის უკრაინელი ხალხის სახელით მადლობა გადამეხადა...უკრაინაში მშვიდობისთვის, რომელსაც დიდი ხანია ვთხოვთ უფალს, ამის მაგივრად კიდევ ერთხელ უნდა გადმოგცე ვედრება იმ წამებული მიწის, მისი შვილების, მოხუცების, მამებისა და დედების, ახალგაზრდების, რომლებიც ასე იტანჯებიან. მაგრამ სინამდვილეში, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მათთან ხარ, როგორც ჯვარზე შენი ძის ტანჯვის დროს. ჩვენ უნდა გვქონდეს რწმენა და იმედი ვიქონიოთ, რომ სიძულვილზე გაიმარჯვებს სიყვარული, სიცრუეზე გაიმარჯვებს სიმართლე, შუერაცხყოფაზე გაიმარჯვებს პატიება, ომზე გაიმარჯვებს მშვიდობა. დაე ასე იყოს", - თქვა პაპმა ფრანცისკემ ლოცვის გაგრძელების შემდეგ.