logo
ENG



რომის პაპი ჯანმრთელობის პრობლემების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს

14 თებ 202514:35
3 წუთის საკითხავი
 
2025/02/14/fnu6ilwbc3gu6p0.jpg

14 თებერვალს, დილით რომის პაპი ფრანცისკე ანალიზებისთვისა და ბრონქიტის მკურნალობის გასაგრძელებლად საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

აღნიშნული ინფორმაცია გამოცემა Reuters-მა ვატიკანის ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით გაავრცელა

"დღეს, დილით, წირვის შემდეგ, პაპი ფრანცისკე მიიყვანეს Policlinico Agostino Gemelli-ში რამდენიმე საჭირო დიაგნოსტიკური გამოკვლევისთვის და საავადმყოფოს გარემოში ბრონქიტის მკურნალობის გასაგრძელებლად, რომელიც მას ჯერ კიდევ აქვს", - წერს გამოცემა ვატიკანის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

88 წლის ფრანცისკეს, რომელიც რომის პაპი 2013 წლიდანაა, ბოლო ორი წლის განმავლობაში რამდენჯერმე აწუხებდა გრიპი და ჯანმრთელობის სხვა პრობლემა.


close დახურვა