რომის პაპმა უსახლკაროებთან ერთად ისადილა. პონტიფექსი ახალ პანსიონატს ესტუმრა, რომელიც მისივე ინიციატივით წმინდა პეტრეს მოედანთან ვატიკანმა გაჭირვებულების დასახმარებლად გახსნა. პაპმა ფრანცისკემ პანსიონატში დასაქმეულ მონაზვნებს და მოხალისეებს გაჭირვებული ადამიანების თანადგომისთვის მადლობა გადაიხადა.
ოფიციალური სადილი მსოფლიოს ღარიბთა დღის ფარგლებში მოეწყო, რომელიც რომის პაპმა 2017 წელს დააწესა. ხვალ კი რომის პაპი წმინდა პეტრეს მოედანზე მესას ჩაატარებს.