![slho9zcb6sxorax.jpg](/uploads_script3/news/slho9zcb6sxorax.jpg)
ბრაზიელი ფეხბურთელი რონალდინიო და მისი ძმა პარაგვაის ციხიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
მსოფლიოს ჩემპიონს, ოქროს ბურთის მფლობელსა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს შინაპატიმრობა მიესაჯა.
რონალდინიო და მისი ძმა ყალბი პირადობის მოწმობების გამოყენების გამო დააპატიმრეს.