რომის პაპმა ფრანცისკემ ყოველკვირეულ გამოსვლაში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და რუსეთის ქმედებები ნაცისტური გერმანიის ოპერაციას შეადარა, რომელსაც ის მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაელების წინააღმდეგ აწარმოებდა.
"ისტორია დღეს მეორდება. ჩვენ ვხედავთ რა ხდება ახლა უკრაინაში", - თქვა ფრანცისკემ, როცა პოლონელ მომლოცველებს მიმართავდა. ღონისძიება მიძღვნილი იყო რეინხარდს - პოლონელი ებრაელების განადგურების ოპერაციას.
პოლონეთის რამდენიმე ბანაკში შიმშილისა და დახვრეტის შედეგად დაახლოებოთ 1.7 მილიონი ებრაელი, ასევე პოლონელი დაიღუპა.