logo
ENG



როსატომი საქართველოში მცირე ჰესების მშენებლობით არის დაინტერესებული

18 სექ 202420:28
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/18/lrr15snnnrl2eoz.png

რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო კორპორაცია როსატომი საქართველოსა და სომხეთში მცირე ჰესების მშენებლობით არის დაინტერესებული. შესაბამისი განცხადება კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ევგენი სალკოვმა Tass-სთან საუბარში გააკეთა.

სალკოვის თქმით, კომპანია ყირგიზეთში უკვე მეორე ჰესის მშენებლობას გეგმავს.

"ჩვენს გეგმაშია ასევე მცირე ჰესების მშენებლობა საქართველოსა და სომხეთში", - თქვა მან Tass-სთან საუბარში.

კორპორაცია ჯერ დასანქცირებული არ არის, თუმცა აშშ-ის კონგრესი როსატომის სანქცირების აქტს განიხილავს. აქტის მიღების შემთხვევაში, კანონპროექტი ითვალისწინებს მეორადი სანქციების დაწესებას უცხოელების მიმართაც, რომლებიც კომპანიასთან თანამშრომლობენ. კომპანიის დასანქცირებაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო რაც როსატამმა ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის ოკუპაცია მოახდინა. მაგალითად, 1 მაისს აშშ-მა ორი საწარმო დაასანქცირა, რომელიც როსატომთან იყო კავშირში.


close დახურვა