რუბიკის კუბებით აწყობილი „მონა ლიზა" აუქციონზე გაიყიდება. ვაჭრობა პარიზში 23 თებერვალსაა დაგეგმილი.
ფრანგმა ქუჩის მხატვარმა მოზაიკა 330 რუბიკის კუბით 15 წლის წინ ააწყო. ვარაუდობენ, რომ ნამუშევარი 150 ათას ევროდ გაიყიდება. აუქციონი ლუვრის მუზეუმში გამოფენას დაამთხვიეს, რომელიც ლეონარდო და ვინჩის გარდაცვალების მე-500 წლისთავს მიეძღვნება.