logo
ENG



რუდიკი: დონბასის რეგიონისთვის ბრძოლა რუსეთთან ომის “მთავარი ბრძოლა” იქნება

19 აპრ 202214:47
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/19/o2yxz7w9aoo4w14.jpg

უკრაინელი დეპუტატის, კირა რუდიკის თქმით, აღმოსავლეთ უკრაინაში დონბასის რეგიონისთვის ბრძოლა რუსეთთან ომის “მთავარი ბრძოლა” იქნება.

“მისი [ომის] შედეგი გავლენას მოახდენს მარიუპოლზე, კიევზე, ლვოვზე, უკრაინის ყველა სხვა ქალაქზე. ამიტომ არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყველანაირი მხარდაჭერა მივიღოთ ახლავე, რათა ფეხზე წამოვდგეთ და რეალურად გავიმარჯვოთ,” - განაცხადა რუდიკმა.

ორშაბათს, ვიდეო მიმართვაში, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთმა დონბასისთვის ბრძოლა დაიწყო. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ უკრაინული ძალები რეგიონში რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებენ.

გასულ კვირას, CNN-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ აშშ-სა და სხვა ქვეყნების მიერ მოწოდებული იარაღი, მათ შორის ბაიდენის 800 მილიონი დოლარის უსაფრთხოების დახმარების პაკეტი უკრაინას რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევაში დაეხმარა.  

 


close დახურვა