მოსულმა თოვლმა ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მასიური ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვია. რუისი-გორის მონაკვეთზე დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანა ევაკუატორს შეეჯახა, რამაც შეფერხება შექმნა. შეჯახების აცილების მიზნით, უკან მომავალი მანქანებმა მანევრირება სცადეს, თუმცა ლიპყინულის გამო გზის სავალი ნაწილიდან გადავიდნენ.
ავარიის შედეგად დაზიანებულია 15-მდე მანქანა, რამდენიმე ადამიანმა მსუბუქი დაზიანება მიიღო. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
მასიური ავტოსაგზაო შემთხვევევების შემდეგ საგზაო ტექნიკამ გზის თოვლის საფარისგან გაწმენდვის სამუშაობი დაიწყო.