რუმინეთი უკრაინას Patriot-ის თავდაცვის სისტემას გადასცემს. რუმინეთის პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება უკრაინაში თავდაცვის გაუარესების ფონზე მიიღეს.
ამავე დროს, რუმინეთი სისტემას იმ პირობით გადასცემს, რომ მოკავშირეები და "განსაკუთრებით ამერიკელი სტრატეგიული პარტნიორი" ალტერნატიულ "დროებით გადაწყვეტას" მიაწოდებას.
"ეს გადამწყვეტი წვლილი გააძლიერებს ჩვენს საჰაერო ფარს და დაგვეხმარება უკეთ დავიცვათ ჩვენი ხალხი და კრიტიკული ინფრასტრუქტურა რუსული საჰაერო ტერორისგან", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მაისში აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის Patriot-ების გადაცემის პირობის საკითხი თეთრ სახლთან მოლაპარაკებების ნაწილი იყო.
"ეს თავდაცვის უმაღლეს საბჭოში უნდა განვიხილო, რათა ვნახოთ, რისი შეთავაზება და რისი მიღება შეგვიძლია სამაგიეროდ, რადგანაც დაუშვებელია, რომ რუმინეთი საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩეს", - თქვა იოჰანისმა მაშინ.
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების ევროპული ალტერნატივები, როგორიცაა SAMP/T, NASAMS, HAWK, IRIS-T ან S-300 პლატფორმები, აშშ-ს მიერ შემუშავებული Patriot რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტურად მიიჩნევა.