logo
ENG



რუმინეთში ნათლობის მართლმადიდებლური რიტუალის დროს 6 კვირის ბავშვი გარდაიცვალა

06 თებ 202111:52
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/06/wq71di1e5ayqq2k.jpg

რუმინეთში ნათლობის მართლმადიდებლური რიტუალის დროს 6 კვირის ბავშვი გარდაიცვალა. 

მას გულის შეტევა დაემართა მას შემდეგ, რაც სამჯერ ჩააყვინთინეს ნათლობის ცივ წყალში. 

ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მას ფილტვები წყლით ჰქონდა სავსე. სიკვდილი ძალადობრივი იყო. 

შემთხვევის შემდეგ 60 000-მა ადამიანმა მოაწერა ხელი პეტიციას, რომლითაც რუმინელები ნათლობის ამ რიტუალის აკრძლვას ითხოვენ. 

რეფორმას მხარს უჭერს ეპისკოპოსი კალინიკი

მან იმედი გამოთქვა, რომ ბავშვების ნათლობის ეს ფორმა გადაიხედება და ყველასთვის მისაღები გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რათა თავიდან იქნას აცილებული ასეთი არასასურველი შედეგები. 

იმ მღვდლის წინააღმდეგ კი, რომელმაც ნათლობის რიტუალი ჩაატარა, გამოძიება დაიწყო. 


close დახურვა