რუმინეთში პრეზიდენტს ირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობას 14 კანდიდატი, მათ შორის მოქმედი პრეზიდენტი იღებს.
წინასწარი გამოკითხვების მიხედვით, ამომრჩეველთა თითქმის 45 პროცენტი სწორედ მას უჭერს მხარს.
თუმცა თუკი მხარდამჭერთა 50 პროცენტის დაგროვება ვერც ერთმა კანდიდატმა მოახერხა, ქვეყანაში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
საარჩევნო უბნები ქვეყანაში ადგილობრივი დროით 9 საათზე დაიხურება.