logo
ENG



რურუას ადვოკატი: არ ვფიქრობ, რომ სასამართლო მიიღებს ღირსეულ და დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას

31 დეკ 201912:35
3 წუთის საკითხავი
 

„არ ვფიქრობ, რომ სასამართლო მიიღებს ღირსეულ და დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას,“ - ამის შესახებ განცხადებას გიორგი რურუას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აკეთებს.

საძაგლიშვილმა დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც იარაღზე დაკავებულის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა, ასევე შარვალსა და მაისურზე მეტალიზაციის კვალი არ ამოვიდა, მაშინ როცა შსს ამტკიცებს, რომ მას იარაღი შარვლის საქამრეში ედო. საძაგლიშვილი ამ დასკვნაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ დასკვნა არის სანდო, რომლის მიხედვითაც მტკიცდება, რომ გიორგი რურუას ცეცხლსასროლი იარაღი ჩაუდეს.

„ჩვენი სასამართლოს პირობებში და ჩვენი სამართალდამცავი სისტემის პირობებში, ბიძინა ივანიშვილის სურვილი არის ის, რაც გადაწონის ყველა ყველა მტკიცებულებას, მათ შორს ნებისმიერი შინაარსის ექსპერტიზის დასკვნას. გამიხარდება თუ ვცდები ამ მოლოდინებში, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ სასამართლო მიიღებს ღირსეულ, დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას და გაათავისუფლებს გიორგი რურუას. რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას, ის ჩვენ არ ჩაგვიტარებია. ის შს სამინისტროს კრიმინალისტიკურმა სამსახურმა ჩაატარა. არ არსებობს ცდომილების რისკი ასეთი ტიპის კვლევებზე. შესაბამისად, ეს ორი დასკვნა არის სანდო, ჭეშმარიტი და ადასტურებს ჩვენს პოზიციას, რომ გიორგი რურუას ცეცხლსასროლი იარაღი ჩაუდეს“, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

გიორგი რურუა სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას გულისხმობს.


close დახურვა